მონოლითური პოლიკარბონატი
“დიო“ გთავაზობთ “მონოლითურ პოლიკარბონატს“, სივრცის გამყოფ იდეალურ საშუალებას.
უნიკალური მახასიათებლებით მისი გამოყენება შესაძლებელია შემდეგ სფეროებში:
- დარტყმაგამძლე დამცავი შემინვები და ტიხრები ;
- საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები;
- დამცავი ფარდულები და გადახურვები;
- თვითმფრინავების, მატარებლების და სხვა ტრანსპორტის შემინვები;
- გამჭირვალე იატაკები და საფეხურები.
მისი უპირატესობაა:
- უსაფრთხო მონტაჟი და დემოტაჟი;
- ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა;
- გამოსაყენებლად მარტივი და მოსახერხებელი;
- მეტ ფუნქციონალურობას სძენს ინტერიერს.
მონოლითური პოლიკარბონატის ტექნიკური მახასიათებლები
- შუქგამტარობა : უფერო -82÷93% ფერადი - 30÷50%
- სითბოგამტარობა : 4÷6 ვტ/მ².კ
- ყინვა და სითბომედეგობა: -40°c ÷ +120°c
- ულტრაიისფერი სხივებიდან დაცვა: 40 მკმ
- ხანძარმედეგობა: თვითჩაქრობის თვისება
- მცირე წონა: 1,2 გ/სმ³
გარდა აღნიშნულისა, ხასიათდება მაღალი დარტყმაგამძლეობით, ხმის იზოლაციით და გამოყენების ვადით არანაკლებ 15 წლისა.
მზადდება ფურცლის სახით ზომებით : 2050x3050მმ
სისქით : 2;3;4;5;6;8;10;12 მმ
დიო-ს პროდუქციის მაღალ ხარისხს განაპირობებს კომპანიაში 2004 წლიდან დანერგილი და მოქმედი ხარისხის მართვის სისტემა ISO 9001:2008